“გერმანიაში ჩვენმა კლინიკამ შეიმუსავა შემდეგი წესები, რომ პირბადეები, რომელსაც ვიყენებთ, შევინახოთ, არ გადავაგდოთ. როდესაც 8 საათი მაინც ვმუშაობდით პაციენტთან ვაგდებდით ხოლმე, ახლა ახალი დირექტივა გვაქვს, რომ ვინახავთ ამ პირბადეებს, იმიტომ რომ ახალი კვლევის მიხედვით, ეს პირბადეები შეიძლება გაჭირვების შემთხვევაში კიდევ იქნას გამოყენებული. დამუშავება ხდება ავტოკლავის მეთოდით 121 გრადუს ტემპერატურაზე და ისინი ინარჩუნებენ ამ ფუნქციას და შეგვიძლია ასეთი გადამუშავების შემდეგ, იგივე ნიღაბი იგივე პიროვნებამ კიდევ ორჯერ გამოვიყენოთ.”
ლაშა გამისონია – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
“რუსთავი2”
გამისონია აღნიშნულიტ გერმანიაში ამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს გამოეხმაურა.
გერმანიაშიც ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 108 ათასამდე ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 36 ატასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
გერმანიას ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში მე-5 ადგილი უკავია.