“წარმოგიდგენიათ, ამ 4 დღის განმავლობაში რამდენი ზარი განხორციელდა. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი დაძაბულები იწყებენ საუბარს და ბოლოს როცა ამთავრებენ, რა ბედნიერები არიან. ემიგრანტები რომ მირეკავენ, მე ხომ არ ვეკითხები, ქალბატონო ან ბატონო, თქვენ ვინა ხართ, “ნაცი”, თუ “ქოცი”? ჩემთვის სულერთია ეს და ასეთი შეურაცხყოფა ექიმისთვის, რაც მომაყენა ამ ადამიანმა… ვერავინ იტყვის, რომ ანზორ მელია ყოფს ავადმყოფებს პარტიული ნიშნით.”
კარდიოლოგი – ანზორ მელია
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადებით, მელია ეხმაურება სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის “ფეისბუქ” პოსტს, სადაც გოგაშვილმა, სიაში პირველ ნომრად ანზორ მელიას ყოფნა გააპროტესტა და მას შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის იმ ექიმების სია და საკონტაქტო ინფორმაცია გავრცელდა, რომლებიც მზად არიან, დისტანციურად გასწიონ კონსულტაცია და დახმარება. ამ სიაში პირველი ანზორ მელიაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნიკა მელიამაც გაავრცელა.