მთავარი ციტატა

სომხეთის პრემიერი კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს

“ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე არ აკრძალა, თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ მიზეზი ვირუსის სწრაფი გავრცელების, შესაძლოა, სხვა რეისებით ჩამოსულიყვნენ ვენის ან ათენის გავლით. როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ შესაძლოა ამას აზრი არც ჰქონოდა.”

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერი აღნიშნულით მისი მთავრობის იმ არასწორ ნაბიჯებს გამოეხმაურა, რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში გადადგა.

ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო დღეებში ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....