ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა.
“საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც დევიზით #შექმენიისტორია საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს.
შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს, Pick Up და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ემსახურებიან ერთგულ მომხმარებელს. COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედიკოსებს კი „დანკინი“ საუზმეს მადლობის ნიშნად რეგულარულად მიართმევს.