aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჟურნალისტებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა”- მეუფე ნიკოლოზი

“როცა საქართველოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, შაბათი საღამო იყო. კვირა დილას ბევრ ტაძარში უკვე დაცული იყო დისტანცია. ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ან ეკლესიისგან ხალხისთვის, ან ხალხისგან ეკლესიისთვის, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს, ეს არის ის საშინელი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი

ამის შესახებ მეუფებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს აქტუალურია საკითხი, რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას. მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღდგომაზე ტრადიციული ფორმით მსახურების ჩატარებამ შესაძლოა ვირუსის გავრცელების პიკი გამოიწვიოს. 

1 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

 

იტვირთბა....