მთავარი ციტატა

“განსაცდელი ხდება, რათა უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში”- მეუფე შიო

“დღეს ვიხსენებთ წმინდა იოაკიმ და ანასაც, ასევე ღვთისმშობელს, ეს სამი ადამიანი მოამზადა უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ ათწლეულების განმავლობაში. ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს.”

მეუფე შიო – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრე

მეუფე შიომ ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

იტვირთბა....