aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის…” – პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის  გამოქვეყნებულ წინა პოსტს ეახმიანება, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

“უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის … მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…
ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარიო წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა ….
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენისგამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა… ეს კი თავისავად კარგი შედეგია … ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!” – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა, რამდენიმე დღის წინ პოსტი დაწერა, რომელშიც მან კამპანია “სახლში დარჩის” ფარგლებში სულხან- საბა ორბელიანის ციტატა გაავრცელა.

იტვირთბა....