ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს” – პრეზიდენტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

პრეზიდენტი კამპანია “სახლში დარჩის” ფარგლებში სულხან- საბა ორბელიანის ციტატას ავრცელებს.

“საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.

შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;

შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;

ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)

მდიდარი ენა …. #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....