aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვისაც საჭიროა ბიტებით გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში…” – კადიროვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს” – ამის შესახებ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განცხადა. აღნიშნული განცხადებით, კადიროვი ქალაქ არგუნის მცხოვრებლის პოლიციის მიერ ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მსგავს საქციელს ამართლებს.

„თავდაპირველად უკმაყოფილო ვიყავი, რომ თანამშრომელმა ამ არანორმალურს სცემა, მაგამ მას არაფერი დაუშავებია. მე მწერენ, შენ ხომ მუსლიმი ხარ, რატომ უშვებ ამას? მე მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს. ამიტომ ვიღებ მკაცრ ზომებს. ვისაც საჭიროა „ბიტებით“ გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში. ამით საკუთარ ხალხს ვიცავ“, – განაცხადა კადიროვმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩეჩნეთის პოლიცია ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც მათი ინფორმაციით, კარანტინს არღვევს ფიზიკურად უსწორდება.

იტვირთბა....