ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 7 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1740 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1576 ლარი ღირდა.

ასევე, გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4295  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4134 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 აპრილს ამოქმედდება.

იტვირთბა....