aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბოლო ერთ დღეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

​გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 708 შეადგინა – ეს დიდ ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია.

წინა დღეს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში დიდ ბრიტანეთში „COVID 19“-ს  4 313 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ბრიტანული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 41 903 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ბოლო ერთ დღეში დაავადება 3 735 ადამიანს დაუდგინდა.

იტვირთბა....