დღეს ქართველმა ექიმება მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილისგან საჩუქრად ტიტების მიიღეს – ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას at.ge აქვეყნებს
მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილი საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. მისი მცირე მეწარმეობის გადასარჩენად არაერთი ჯგუფი შეიქმნა და ათასობით ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.
დღეს მოხალისეები კახეთში ჩავიდნენ და ექიმებს მეყვავილისგან 500 ცალი ტიტა ჩამოუტანეს. პირველი ტიტები ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას მიართვეს.