ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირება ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი სპორ­ტსმენს და­უდ­გინ­და. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, წალენჯიხელი ოჯახი, სადაც სტუმრად ინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებოდა, კარანტინშია გადაყვნილი.

მასპინძელი ოჯახის ოთხივე წევრი, სავარაუდოდ, ანაკლიის საკარანტინე ზონაში მოათავსეს.

ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები სპორტსმენის კონტაქტებს იკვლევენ.  კვლევა სპორტსმენის კონტაქტების შესახებ ჩხოროწყუსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....