მთავარი ციტატა

“ინფიცირებულების გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს – ადრე მარტივი იყო კლასტერების დასახელება”

” ჩვენს კლინიკაში ინფიცირებულებს დაემატა ორი ახალი პაციენტი, ერთია 13 წლის ბავშვი და ერთი მოზარდი. გადაცემა მოხდა ოჯახის წევრისგან – ეს არის
ქვეყნის შიდა გადაცემა. მეორე გადაცემის წყაროც არის შიდა გადაცემა. ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების დადგენა, კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე ბევრია საკმაოდ და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს, ჩვენ გვიდასტურდება შემთხვევა და ჩვენთვის პაციენტი პაციენტია”

მაკა სოლოღაშვილი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 156 -მდე გაიზრდა.

ახალ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....