საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 4 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1576 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1813 ლარი ღირდა.
ოდნავ გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4134 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4778 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აპრილს ამოქმედდება.