ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მან საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა და მოსახლეობა ერთი და იგივე პასუხით დაიღალა.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ე.წ. სწრაფ ტესტებს.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ხალხი დაძაბულია და მოქალაქეებს უკვე მობეზრდათ ერთი და იგივე კითხვები  და პასუხები.

“იცით, ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა ჩემი, მე მრცხვენია ხოლმე, რომ ერთი და იგივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, საქართველო ელოდება ხარისხიან სწრაფ ტესტებს, რათა ინფიცირების ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს დაფიქსირებული.

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა არაერთი კითხვა გააჩინა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ტესტების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები კი აცხადებენ, რომ მთავარია, სწრაფი ტესტის ხარიხი იყოს მაღალი და ვირუსული ინფექციის დადგენა ასპროცენტიანი სიზუსტით შეძლოს.

რაც შეეხება ვირუსის ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

 

იტვირთბა....