მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადეს, კვლავ გახსნეს ცნობილი ბაზხრობა, სადაც სხვადასხვა სახის ცხოველებსა და ფრინველებს, მათ შორის ქვეწარმავლებსაც ყიდიან.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კოორნავირუსი ამ გარეული ცხოველების ბაზრობიდან წარმოიშვა, ჩინეთმა მისი ხელმეორედ გახსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. კერძოდ, ვირუსის წარმოშობის მიზეზად ამ ბაზარში ნაყიდ ღამურას უკავშირებენ.
უცხოური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ არსებული ბაზრობა იანვარში დაიხურა და ჩინეთის მთავრობამ ეგზოტიკური ცხოველების გაყიდვა აკრძალა.
გაზრობის ხელმეორედ გახსბნის გარდა, ჰუბეის პროვინციაში კარანტინი გაუქმდა და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
დგილობრივები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის საფრთხემ გადაიარა და სანერვიულო არაფერია.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.