მთავარი ციტატა

“საქართველო თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, ის მიჩვეულია კრიზისს”- ამერიკული გამოცემა

“ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია. მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები… საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს. საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.”

ამერიკული გამოცემა Foreign Policy

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიიცრების 134 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყანაში გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არ მომხდარა. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

იტვირთბა....