ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოქალაქეებს UCKEBA -ს სახელით დაეგზავნათ შეტყობინება, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, რაც არაა სიმართლე- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, მოქალაქეებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს ისინი ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეტყობინებები  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ არის გაგზავნილი და გამოძიება მიმდინარეობს.
“საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულაბონენტებს აბონენტებს ,UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები,  შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.
ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
იტვირთბა....