ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 3 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ მცირედით გამყარდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1813 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2413 ლარი ღირდა.

ოდნავ გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ  3.4778 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5460 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აპრილს ამოქმედდება.

იტვირთბა....