ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 19 წლის ორსულ გოგოს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.
ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ინფიცირებული გოგო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი თქმით, გუშინ საველე ჰოსპიტალში იყვნენ დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტ ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი.
“ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა არიან პირველ ფაქტთან დადასტურებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით. ქვემო ბოლნისი დიდი დასახლებაა აქ 11 ათასი ადგილობრივია. მათ უნდათ შესაბამისი რეჟიმით მართვა, რომ არ მოაკლდეთ მედიკამენტები, პროდუქტი. ყველა ზომა მიღებულია და ეს ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტებით. რაიმე სახის კრიზისი და დეფიციტი არ შეიქმნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვემო ბოლნიის გუშინ ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია.
ხოლო, 23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი მარნეულში 62 წლის ქალის დაინფიცირება გახდა.
მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც. სადაც კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს.