თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მატთან მოტავსებული გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ერთი სომხეთიდანაა შემოსული, ორი კი – საფრანგეთიდან.
რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულის შემთხვევას, როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, მისი წყარო ამ დროისთვის ჯერ დადგენილი არაა.
“ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი თუ არ ვცდები შემოტანილია საფრანგეთიდან და მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის.
ეზუგბაიას ცნობით, საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.