ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ინფიცირებული 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული 10 წლის ბავშვის მშობელს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, სავარაუდოდ, ვირუსი ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება.

„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით, ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ასევე დაუდასტურდება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

იტვირთბა....