ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე, გოგი წულაია დააკავეს. ინფორმაცია “ტვ პირველმა” გაავრცელა. შემთხვევა დღეს პირველ აპრილს მოხდა.

როგორც ირკვევა, წულაია ქალაქის ცენტრში ბრიფინგს მართავდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვაზე, რა დროსაც პოლიციამ უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არ ჰქონდა აქციის გამართვის უფლება.

შსს აცხადებს, რომ გოგი წულაია დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....