ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა კორონავირუსის დროს – ექიმის რჩევები

ახალი ტიპის კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, მათ ჯანდაცვის სისტემისა და სპეციალისტების რეკომენდაციები განსაკუთრებით მაქსიმალურად უნდა შეასრულონ.

თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი თამარ ხუციშვილი ქრონიკული დიაბედის მქონე პაციენტებზე ამახვილებს ყურადღებას და მათ რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც ქიმმი “ნიუპოსტთან” ინტერვიუში აცხადებს, დიაბედით დაავადებული ადამიანებისთვის ყველაზე კარგი პრევენცია სისხლში შაქრის დონის კონტროლი და თვითიზოლაციაა.

“მსოფლიოს წამყვანმა ენდოკრინულმა საზოგადოებებმა (ADA, ESE, IDF) წარმოადგინეს კონკრეტული რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის, სადაც ძირითადი აქცენტი სისხლში შაქრის დონის იდეალურ კონტროლსა და თვითიზოლაციაზეა.

ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, ესაა სოციალური იზოლაცია. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტებს და არ გახვიდეთ გარეთ აუცილებლობის გარეშე. როგორც მრავალჯერ ითქვა, სწორედ იზოლაციაა ინფექციისგან დაცვის მთავარი იარაღი. დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები”,- აცხადებს თამარ ხუციშვილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

იტვირთბა....