ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანიაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, პირველ აპრილს კორონავირუსზე არ იხუმრონ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტმა იენს შპანმა მოსახლეობას მოუწოდა, პირველ აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით არ იხუმრონ.

მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ხუმრობისგან, ვინაიდან  კორონავირუსი არ არის სახუმარო.

როგორც იენს შპანმა მოსახლეობას სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ პირველ აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით ისტორიების გამოგონებისგან.

ამ დროისთვის, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 71 800 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 775.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.  დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 860 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 42 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 178 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....