ამერიკის შეერთებულ შტატებშიახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება ყოველდღიურად ფართოვდება.
ქვეყანაში ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით 865 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3700-ზე მეტია, რაც ჩინეთის მაჩვენებელზე მეტია.
ამასთან, 150-მდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე რთული ვითარებაა ნიუ-იორკში, სადაც გავრცელების ეპიცენტრია.
ქალაქში გახსნილია რამდენიმე საველე საავადმყოფო, რადგან ადგილობრივ კლინიკებში პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილები აღარ არის.
აშშ-ის პრეზიდენტმა და კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრესკონფერენციაზე არსებული ვიტარება განიხილეს.
მათი პროგნოზით, აშშ-ში მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, ვირუსის შედეგად 100 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ში დაავადების გავრცელების პიკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან. მან მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილონ.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება მსოფლიოს მასშტაბითაც. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 804 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 39 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 172 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.