საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ახალციხესთან დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრა, რომელიც 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თბილისის დროით 08:48 საათზე დაფიქსირდა.