ნიუ-ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და საკვების უსაფრთხოების ექსპერტი დონალდ შაფნერი კორონავურუსის გავრცელების გამო მოქალაქეებს სხვადასხვა სახის რჩევას აძლევს.
დონალდ შაფნერი Metafact.io-ზე გამოქვეყნებულ კითხვებს პასუხიბს.
დონალდ შაფნერი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვირუსის მოკვლის მიზნით სასურსათო პროდუქტები რამდენიმე დღის განმავლობაში უკეთსია გარეთ შეინახოს, არარეალურს უწოდებს.
“ეს ამბავი უბრალოდ სასაცილოა. ნამდვილად აპირებთ, რომ რძე, ნაყინი ან ძეხვეული გარეთ სამი დღის განმავლობაში დატოვოთ? საკვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საკმაოდ სახიფათოა. გაფუჭებულმა საკვებმა შეიძლება, ნამდვილ უბედურებას გადაგყაროთ”,- აცხადება ექსპერტი.
ექსპერტი იმ კითხვასაც პასუხობს, საჭიროა თუ არა პარკის და მასში განთავსებული პროდუქტების საპნით გარეცხვა ან დეზინფექცია და აღნიშნავს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია.
“თუკი გეშინიათ, რომ სურსათის შესაფუთი მასალა ვირუსით არის დაბინძურებული, გირჩევთ, სანამ დაჯდებით და ამ კონტეინიერებიდან საკვების ამოღებას და ჭამას დაიწყებთ, კარგად დაიბანოთ ხელები. რაც შეეხება ცოცხალი პროდუქტების საპნით გარეცხვას? საკვების გასარეცხად საპონი კატეგორიულად არ უნდა გამოიყენოთ. საპონი საკვებისთვის არ არის განკუთვნილი. უფრო მეტიც, კუჭში მოხვედრის შემთხვევაში, საპონს შეუძლია გამოიწვიოს ღებინება და ფაღარათი”,- აღნიშნავს დონალდ შაფნერი.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ დასაშვებია მრავალჯერადი პარკების გამოყენება, მაგრამ ის გამუდმებით უნდა ირეცხოს.
შაფნერი მოქალაქეებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სოციალური დისტანცია ყველაზე მნისვნელოვანია ამ გამოწვევის დასაძლევად.