“ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ყველა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ, ნებისმიერ საკითხზე. ორი საკომუნიკაციო საშუალება არსებობს, 144 და 112, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლიათ მოქალაქეებმა დარეკონ და მიიღონ შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებისგან, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.
გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.
საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.