“ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა. სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე ხუთი და ექვსი ადამიანი არ უნდა დადგეს”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.
გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.
საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.