ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნიას თქმით, 40-მდე კლინიკაა, რომლებიც მზადაა, სრულად მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ცნობილია რაიონული 40-მდე კლინიკა, რომლებიც ცხელებიან პაციენტს მომსახურებას გაუწევს,

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, თუ რომელიმე კლინიკაში, მისი მცირე ფართის გამო, პაციენტების გაჩერება ვერ მოხერხდება, ისინი სხვა ცენტრებში გადამისამართდებიან.

“უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავრობის  გადაწყვეტილებით, ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ ცხელების ცენტრები. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

იტვირთბა....