ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე…”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია 40-მდე რაიონული კლინიკა, რომლებიც ცხელების მქონე პაციენტებს მოემსახურებიან.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რაიონული კლინიკები შესაბამისად არიან აღჭურვილები, რათა პაციენტებს სათანადო მომსახურება გაუწიონ.

“ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და მათი გადამისამართება ხდებოდა. თუმცა, რაიონული კლინიკები საკმარისად არიან აღჭურვილი იმისთვის, რომ შეფასება გაუწიონ მათ, ვინც ცხელებითა და რესპირაციული სიმპტომებით მიმართავს. ამიტომ, უკვე იდენტიფიცირებულია ის რაიონული კლინიკები, რომლებიც ე.წ. ცხელების ზონებს გამოყოფენ. ასეთი დაახლოებით 40-მდე კლინიკაა”,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავრობის  გადაწყვეტილებით, ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ ცხელების ცენტრები. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

იტვირთბა....