ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი COVID-19-ით გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსის ინფექციით სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი, 71 წლის მილუტინ კნეზევიჩი გარდაიცვალა.

მღვდელმთავარს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთი თვის წინ გამოუვლინდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია ეპისკოპოსის გარდა კორონავირუსი ეპარქიის სხვა სასულიერო პირებსაც დაუდასტურდათ.

სერბეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 785 შემთხვევაა დაფიქსირებული, სადიანაც 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 კი გამოჯანმრთელდა.

ეგახსენბთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 742,556 მიაღწია. გარდაიცვალა 35,344 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 157,046 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 18 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

საქართველოში  30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....