საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0051 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2845 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 3.2896 ლარი ღირდა.
0.0131 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.6363 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6232 ლარი იყო.