ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკოში აცხადებენ, რომ ჰაკერულ ფორუმზე გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია მათ ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა

ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეხმიანებიან.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, გამოქვეყნებული მონაცემებთა ბაზა, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა.

როგორც “პირველ არხს” განუცხადეს, საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ბაზაში 3.5 მილიონი ამომრჩეველია, გარდა ამისა, ეს მონაცემები არ შეიცავს ტელეფონის ნომრებსა და ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ.

უცხოური გამოცემის, ZDNet-ის ინფორმაციით, ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის  პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა. მათ შორისაა მონაცემერბი გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ.

სტატიაში ხაზია გასმული, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, აქედან მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაში კი, როგორც უკვე ვთქვით, 4.9 მოქალაქის მონაცემი იყრის თავს, მათ შორის კი მილიონობით გარდაცვლილის მონაცემია.

ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....