ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შს სამინისტრომ ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გაჟონვაზე გამოძიება დაიწყო

ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჟურნალი ZDNet-ი მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის ცნობილია და უწყება ამ საკითხს იკვლევს. 

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში დამატებითი განმარტებები გაკეთდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

გამოცემა ZdNet სტატიას აქცეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის  პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა. სტატიის თანახმად, გასაჯაროვებულია საქართველოს მოქალაქეების დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები.

სტატიაში ხაზია გასმული, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, აქედან მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაში კი, როგორც უკვე ვთქვით, 4.9 მოქალაქის მონაცემი იყრის თავს, მათ შორის კი მილიონობით გარდაცვლილის მონაცემია.

 

 

იტვირთბა....