გამოცემა ZdNet სტატიას აქცეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა.
სტატიის თანახმად, გასაჯაროვებულია საქართველოს მოქალაქეების დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები, ამასტან გამოქვეყნებულია გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციასაც.
მონაცემთა ბაზა მოიცავს მოქალაქეთა სახელსა და გვარებს, საცხოვრებელ, ფაქტობრივ მისამართებს, ID ნომრებს, მობილურის ნომრებს. ეს ყველაფერი კი ერთ 1.04 GB-იან ფაილშია თავმოყრილი.
სტატიაში ხაზია გასმული, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, აქედან მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაში კი, როგორც უკვე ვთქვით, 4.9 მოქალაქის მონაცემი იყრის თავს, მათ შორის კი მილიონობით გარდაცვლილის მონაცემია.
უცნობია, როგორ მოიპოვა ფორუმის მომხმარებელმა ეს ბაზა. როგორც ZDNet წერს, შესაძლოა მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამომრჩეველთა პირადი მონაცემები საჯაროვდება. იგივე მოხდა 2019 წლის აგვისტოში ჩილეში, როცა მოსახლეობის 80%-ის (14 მილიონი) პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდა.