საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ორი პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება თუ ისევ ნეგატიური იქნება, ისინი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან.
როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ “პირველ არხთან” განაცხადა, პაციენტებს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.
ქამუშაძის ინფორმაციით, თუ მეორადი ტესტირების პასუხი უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებული პაციენტებიკლინიკას ხვალ დატოვებენ..
ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული, საეჭვო სიმპტომებით კი -10 პირი. მათ ანალიზებული უკვე აუღეს და პასუხებს ელოდებიან.
საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.