“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ ეს არის ყველაზე ურთულესი პერიოდის წინა ეტაპი. ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ მივდივართ სტაბილურად, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისაგან, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ.”
დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.