ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 756 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ახალი კორონავირუსით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 756 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 10 779-ს მიაღწია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში “კოვიდ-19”-ის 97 689 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის, ინფიცირების 702 348 შემთხვევა ფიქსირდება.

“კოვიდ-19”-ის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 33 178 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 149 215 პირი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....