aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში “კოვიდ-19”-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, 23 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, სულ დადასტურებულია 9 217 შემთხვევა, მათ შორის ახალი 1 815.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის, ინფიცირების 702 348 შემთხვევა ფიქსირდება.

“კოვიდ-19”-ის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 33 178 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 149 215 პირი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....