ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის, ინფიცირების 702 348 შემთხვევა ფიქსირდება.

“კოვიდ-19”-ის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 33 178 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 149 215 პირი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....