ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 424-ს აღწევს

სომხეთში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ჯამში 424 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 391-ს მკურნალობის კურსი ამჟამადაც უტარდება.

სომხეთში საინფიცირებულთაგან 30 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამია.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 665 849-ს მიაღწია, გარდაიცვალა 30 923 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 142 474-ია.

საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

იტვირთბა....