aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი” – ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“უკაცრავად, მაგრამ მართლა პანიკა და ისტერიკა გჭირთ. უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს. დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის. ეპიდემიოლოგების აკვიატებული ხატება რომ გამშვიდებთ, ეს არ ნიშნავს: ა. რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ბ. რომ მათ მთავრობა არ იყენებს, მათ შორის, ძალიან ცუდად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (აბა რა ვიფიქროთ იმ უკონტექსტო და მათ კომპეტენციას გაცდენილ ტექსტებზე, რაც დღეს ვისმინეთ), გ. რომ თქვენ კარგად ხართ და არაფერი არ გემუქრებათ. პირიქით, დაავადების ნულოვან სტადიაზე იმყოფებით – პანიკური შიში და არარაციონალური დასკვნები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

იტვირთბა....