aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის მქონე თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე არ არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულები სამხედრო პირები არ არიან და მათ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ბოლომდე დადგენილი არაა.

ამ დროისთვის ინფიცირებულებთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

„ეს ექვსი პაციენტი არიან სამოქალაქო პირები, არცერთი არ არის სამხედრო პირი. ეს ჯგუფია, რომელსაც სამსახურეობრივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. პირველ წყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს, არ არის ბოლომდე დადასტურებული ინფიცირების წყარო. გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ექვსივე პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე და მეთვალყურეობა გრძელდება, ალბათ გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

გუშინ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში კონავირუსით ჯამში 90 ადამიანია დაინფიცირებული. საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

იტვირთბა....