aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც” – ამმის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას ყველა ბიზნესმენს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ყველა მიმართულებით მპორტის ჩანაცვლებას, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მილიონი დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ მეტი ადგილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მილიონ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო -დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა, უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მილიონი დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....