ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში უცხოელი ვიზიტორების შესვლა იკრძალება

ჩინეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა დროებით იკრძალება. შეზღუდვა ეხება იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ჩინეთის ვიზა და ბინადრობის ნებართვა აქვთ.

ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ჩინეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ინფიცირების იმპორტული შემთვევების რიცხვი გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები  ძირითადად იმპორტირებულია და ქვეყანაში შიდა გადაცემა თითქმის აღარ ფიქსირდება.

გამოცემის თანახმად, დღეისთვის ჩინეთში ინფიცირების გაცილებით ნაკლები შემთხვევაა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიკვდილიანობის ნაკლები მაჩვენებელია ვიდრე იტალიასა და ესპანეთში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით,  21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 110 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....