ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.1946 პუნქტით გამყარდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2896 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 3.4842 ლარი ღირდა.

0.1927 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.6232 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8159 ლარი იყო.

იტვირთბა....