ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ახალი ტიპის კორონავირუსი ლაბოლატორიულად დაუდასტურდა.

ამის შესახებ პრემიერმა „თვითერზე“ დაწერა.

როგორც პრემიერი წერს, ის ახლა თვითიზოლაციაშია და მუშაობას ვიდეოკონფერენციების საშუალებით გააგრძელებს.

„ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებითია. ახლა თვითიზოლაციაში ვარ და აქედან გავაგრძელებ მთავრობის მართვას ვიდეოკონფერენციების საშუალებით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას“, – წერს ბორის ჯონსონი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით,  21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....